ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან, თბილისსა და რეგიონებში 1586 ოქმი დაიწერა

თბილისსა და რეგიონებში, ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან დაიწერა 1586 ოქმი, აქედან 996​ ქულებიანი ოქმია, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.

„თბილისსა და რეგიონებში პირველი ივლისის ღამის 12 სთ-დან, 15:00 საათამდე დაიწერა სულ 1586 ოქმი, აქედან ქულებიანი 996“, – განუცხადეს “კვირას” შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები