აკაკი ზოიძე: – “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი თვითმმართველობის არჩევნებზე „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება”, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დადასტურდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
“კახა პრინციპული და მიზანდასახული პოლიტიკოსია, მე არაერთხელ მიგრძვნია მისი მხარდაჭერა. თბილისელებს ერთგული და პროგრესული თანამებრძოლი ეყოლებათ, ისეთი, როგორიც ქალაქს შეეფერება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამასთან როგორც ზოიძემ განმარტა, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები