მამუკა მდინარაძე: თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, ბუნებრივია, პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს პარტიასა და მმართველ გუნდს

”ბატონი ბიძინა, ბუნებრივია, მოწვეული უნდა იყოს, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა მერობის კანდიდატის წარდგენას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, ბუნებრივია, პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს პარტიას.
”ბატონი ბიძინა, ბუნებრივია, მოწვეული უნდა იყოს, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა მერობის კანდიდატის წარდგენას. არ ვიცი, ის ჩაერთვება თუ არა საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, ბუნებრივია, პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს პარტიას და მმართველ გუნდს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები