ეკა ბესელია: ახალი კონსტიტუციის შემდეგ პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს გამოყენება გასაკვირი არ იქნება

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომელთა მიზანი არ არის კონსენსუსი და სამწუხაროდ, ხშირად ხედვა არის ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს ახლაც აქვს მზაობა, კონსტიტუცია სრული თანხმობის მთავარი კანონი იყოს. დეპუტატის თქმით, ახალი კონსტიტუციის შემდეგ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს გამოყენება გასაკვირი არ იქნება.
“ჩვენ გვაქვს მზაობა და ძალიან დიდი სურვილი, რომ კონსტიტუცია იყოს სრული თანხმობის და შეთანხმების მთავარი კანონი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ვიყავით გუშინაც, პროცესის დასაწყისშიც და მომავალშიც, მათთვის ვინც განწყობილია კონსენსუსისთვის და ვინც მზადაა გადადოს პირადი და პოლიტიკური მიზანშეწონილობა და დაინახოს ის სიკეთე, რაც ახალ კონსტიტუციას მოაქვს. ეს მზაობა ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომელთა მიზანი არ არის კონსენსუსი და სამწუხაროდ, ხშირად ხედვა არის ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან. ვისაც ეს ეხება, მათთან უბრალოდ შეუძლებელია კონსენსუსი. ვინც მზადაა, რომ პროგრესული და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური რეფორმა საკუთარი თანამონაწილეობით, გახადოს კიდევ უფრო ღირებული, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
ეს ყველაზე ნაკლები სიურპრიზი იქნება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. რაც შეეხება პროცედურებს – მესამე მოსმენა იქნება შემოდგომაზე და ამ შუალედში იქნება სამუშაო პროცესი იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რაც მესამე მოსმენისთვის არსებობს”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები