არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი – კახა კალაძე იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო.
“„ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი – კახა კალაძე. ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ, ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმ პრიორიტეტებზე და დიდ პროექტებზე, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს თბილისში და საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში, თბილისი შეიძენს განვითარების სრულიად ახალ ტემპებს, სადაც თბილისში არსებული ტრადიციები და ევროპული თბილისი იქნება საუკეთესო სახით წარმოდგენილი. კახა კალაძე შეძლებს თბილისის როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ასევე, თანამედროვე მენეჯმენტის გაწევას და რაც მთავარია, შეძლებს თბილისის, როგორც ბრენდის განვითარებას”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები