“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან ანზორ ჩუბინიძე მივიდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მივიდა, სადაც „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხმაურიან აქციას მართავდნენ.
როგორც ანზორ ჩუბინიძემ შემთხვევის ადგილზე განაცხადა, იგი აქციის უსაფრთხოების ზომების შესაფასებლად იყო მოსული.
“ქართული ოცნების” წინ ტარდება აქცია, ირღვევა უსაფრთხოების ნორმები და მოვედი ამ ზომების შესაფასებლად. საფრთხე არ არის, მაგრამ ძალიან ცუდია სამუშაო პირობებისთვის. რეალურად დიდი საფრთხე არაფერი არ არის, შესაბამისად, შევაფასეთ სიტუაცია და ჩვენ ვიშლებით. არც მოწვეული ვყოფილვარ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მოვედი, რომ სიტუაცია შემეფასებინა ჩემი თვალით. ჩემი არანაირი მინისტრობის საკითხი არ განიხილება, მათ შორის, არც შსს მინისტრობის”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები