„თვითმმართველი ქალაქების ისეთი ვერსიაა მიღებული, რომელიც ოპოზიციასაც აძლევს შესაძლებლობას არჩევნებზე საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არასამთავრობო სექტორის იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, სადაც არასამთავრობოები პრეზიდენტს მოუწოდებენ, არ მოაწეროს ხელი თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შესახებ ცვლილებას.
როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველი ქალაქების ცვლილებების მიღებისას, არავითარ პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
“ძალიან ბევრი დისკუსია იყო პარლამენტში, როგორც ოპოზიციასთან, ასევე შიგნით მმართველ გუნდში, ამ ცვლილებების მიღების დროს. მე მგონი, მაქსიმალურად ისეთი ვერსიაა მიღებული, რომელიც ოპოზიციასაც აძლევს შესაძლებლობას, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები