”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს ”

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საბჭოს წევრებს შენობაში შესვლამ ხმაურის ფონზე მოუწიათ.
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პოლიტსაბჭოს წევრებს რეპლიკებით შეხვდნენ. ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ვიცე-პრემიერ კახა კალაძისგან მათი პრობლემებით დაინტერესებას, ზარალის სრულად ანაზღაურებას და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების მოითხოვენ.
დაზარალებულები აქციის გამართვას მთაწმინდის პარკში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურადაც აპირებენ. კანდიდატურას მმართველი პარტია დღეს, 20 საათზე, მთაწმინდის პარკში წარადგენს. აქციის გამო, ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, ისინი ტერიტორიაზე წესრიგს იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები