ნუკრი ქანთარია: კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს

 „მე მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან, ის ღირსეულად გაიმარჯვებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
ქანთარიას თქმით, კახა კალაძის კანდიდატურა დადგება პოლიტსაბჭოზე და ყველას მხრიდან არის კონსენსუსი.
„მე მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან. ძირითადი კონკურენტი იქნება ის საქმეები, რომლებიც უნდა გაკეთდეს ქალაქში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული კახას მხრიდან, ის ღირსეულად გაიმარჯვებს.
მისი ფეხბურთის ვარსკვლავობა დაგვავიწყა ყველას, იმდენად სწრაფად მოახერხა მან, როგორც პოლიტიკოსმა, პერსპექტივაში ზრდა. თვალსაჩინოა, როგორც მინისტრი, როგორც პოლიტიკური ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, როგორც თბილისის მერი, წარმატებული იქნება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები