ეკა ბესელია: საქართველო ნაჩვენებია როგორც კარგი სტანდარტის მქონე ქვეყანა, რომელიც ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს

„საქართველო ნაჩვენებია როგორც კარგი სტანდარტის მქონე ქვეყანა, რომელიც ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის თაობაზე სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საუკეთესო პრაქტიკა დანერგა.
“საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საუკეთესო პრაქტიკა დანერგა. გასულ წელს მიღებული ცვლილებებით, არსებობს უკვე საპარლამენტო კონტროლი, თუ როგორ სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან დაამტკიცა ერთ-ერთი დეპუტატის ანგარიში, სადაც საქართველო ნაჩვენებია როგორც კარგი სტანდარტის მქონე ქვეყანა, რომელიც ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს უკვე 55 გადაწყვეტილება აღსრულებული და მხოლოდ 35 გადაწყვეტილებაა აღსრულების პროცესში. ეს კარგი მაჩვენებელია. საქართველო უკვე მოიხსენიება იმ საუკეთესო ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ საპარლამენტო კონტროლი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და ახლა ვამკვიდრებთ ამ საუკეთესო პრაქტიკას. დღევანდელი კონფერენციაც ამ საკითხის გაგრძელებაა, რომ იყოს უფრო კარგად გააზრებული, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სტანდარტს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში 10 ქვეყანა დასახელდა, რომლებიც არ ასრულებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ 10 ქვეყანას შორის საქართველო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები