საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე – თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს

ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მიხედვით, თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს, სახელწოდებით – „ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე“. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ, კონტროლის რა მექანიზმები აქვს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.
კონფერენციას ესწრება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებიან იმ უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს აქვს საუკეთესო სტანდარტი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე და ასევე, მის ზედამხედველობაზე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შესრულების პროცესშია 35 გადაწყვეტილების აღსრულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები