პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად გიორგი იაკობაშვილი აირჩია

პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი აირჩია. კენჭისყრაზე იაკობაშვილის კანდიდატურას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 2-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებად ასევე წარდგენილი იყვნენ აკაკი გიგინეიშვილი და ლელა ფირალაშვილი, თუმცა მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე ჩავარდა.
გიორგი იაკობაშვილი სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას 2020 წლის 17 აპრილამდე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები