გიორგი კვირიკაშვილი დღეს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 20:00 სთ-ზე მთაწმინდის პარკში გაიმართება.
მანამდე, 12:00 საათზე, პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც თბილისის მერობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დაასახელებს.