პრემიერი ხვალ მერობის კანდიდატს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს.
პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება 20:00 სთ-ზე მთაწმინდის პარკში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დაასახელებს.
მანამდე, ხვალ 12:00 საათზე, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები