ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია როგორც არ უნდა შევცვალოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ კონსტიტუცია როგორც არ უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს მაინც დაადებს.
მისი თქმით, დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საკითხი – საკონსტიტუციო ცვლილებები იყო განხილული.
„ამ სესიის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელიც ორი მოსმენით ძალიან წარმატებით მივიღეთ. ეს წარმატებული პროცესია, რომელიც ასევე წარმატებით გაგრძელდება და ლოგიკურად დასრულდება. ამ დოკუმენტს მესამე მოსმენით შემოდგომაზე მივიღებთ. დამატებითი კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რისი შეცვლაც არის შესაძლებელი მესამე მოსმენის ფარგლებში. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. შეიძლება დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. ჩვენ კონსულტაციებისთვის ღია ვართ. საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია შემოდგომაზე იქნება მიღებული. ეს ის პირობაა, რომელიც დღესვე შეგვიძლია დავდოთ. დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც არ უნდა შევცვალოთ და მასში რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს. ეს მისი გაცხადებული ნებაა. საშემოდგომო სესიის განმავლობაში, ვეტოს უპირობოდ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები