ირაკლი კობახიძე: პირველ ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მერობის კანდიდატი საბოლოოდ დამტკიცდება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მერობის კანდიდატი საბოლოოდ დამტკიცდება, რის შემდეგაც ინფორმაცია გასაჯაროვდება.
“ამ ყველაფრის დადასტურება მხოლოდ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შეუძლია, რომლის სხდომაც გაიმართება“, – დასძინა კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი კახა კალაძე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები