„ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ შექმნას ის უმრავლესობა, რომლითაც შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას“

„ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ შექმნას ის უმრავლესობა, რომლითაც უნდა შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს თემა კარგად იცის ჯანი ბუკიკიომ და მთლიანობაში, ვენეციის კომისიამ.
„მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ჯანი ბუკიკიომ საბოლოოდ განაცხადა. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ჯანი ბუკიკიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია კონსენსუსი, რათა იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო საარჩევნო სისტემაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის სტაბილურობისთვის ჩვენ სხვანაირად ვხედავთ სიტუაციას და ვფიქრობთ, რომ კრიზისი არ უნდა დავუშვათ. ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ შექმნას ის უმრავლესობა, რომლითაც უნდა შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება. ეს თემა კარგად იცის ჯანი ბუკიკიომ და მთლიანობაში, ვენეციის კომისიამ. მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი რჩევა, რომლის კომპეტენციაც გააჩნია ვენეციის კომისიას. ეს კეთილი პოლიტიკური რჩევაა და ვფიქრობ, ამ რჩევას სრულად გავითვალისწინებთ და ამის შესაძლებლობა გვექნება უკვე 2024 წელს, როდესაც ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება. ჯანი ბუკიკიოს ნუ განვიხილავთ, როგორც ცალკე მდგომ რაღაც უსულო მექანიზმს ან დოკუმენტს. ადამიანმა რამდენჯერმე გამოთქვა თავისი აზრი და ამ აზრის საწინააღმდეგო ბევრი მოსაზრებაც გაიგო. აქედან გამომდინარე, მას ეგონა, რომ უფრო სწრაფად შევთანხმდებოდით და სწრაფად მივაღწევდით კონსენსუსს. როცა დაინახა, რომ ეს ძნელია, საჭიროდ ჩათვალა პოზიტიურად შეეფასებინა ის, რაც დღემდე გაკეთდა. მაგრამ ბუკიკიო თავის აზრზე დარჩა იმასთან დაკავშირებით, რომ კონსენსუსი შეუძლებელია პრინციპულ, მთავარ საკვანძო საკითხზე, როგორც ეს მას მიაჩნია. თუმცა, კონსენსუსი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით 2018 წელს, 3-პროცენტაინი ბარიერი არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმყარონ პოზიცია, მათ შორის პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები