“ეს არის თქვენი მილიონები და როცა კრიტიკული გამოსვლა გექნებათ, იქნებ ესეც გაიხსენოთ” – ქანთარიამ გოცირიძეს კუპონები მიუტანა
“ეს არის თქვენი მილიონები და როცა კრიტიკული გამოსვლა გექნებათ, იქნებ ესეც გაიხსენოთ”, – ამ სიტყვებით უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს მიმართა და კუპონებზე მიუთითა, რომელიც ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე მიიტანა.
აღნიშნული განცხადება ქანთარიამ გოცირიძის მიერ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
“რომან გოცირიძის დიდი წარმატების და შემოქმედების მწვერვალი ჩვენ ვიცით. ეს „მწვერვალი“ ამასწინათ აღმოვაჩინე და წამოვიღე – გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს მოქალაქეები უცბად მილიონერები რომ გახდნენ, ეს არის თქვენი მილიონები და როცა კრიტიკული გამოსვლა გექნებათ, იქნებ ესეც გაიხსენოთ”, – მიმართა ქანთარიამ გოცირიძეს.