საფინანსო კომპანიის მიერ დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ ერთ-ერთმა დაზარალებულმა მთავრობის კანცელარიასთან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას ხელი ადგილზე მყოფმა სხვა დაზარალებულებმა შეუშალეს. ქალბატონი თავის მოკვლას ღობის მესერზე ჩამოკიდებით აპირებდა. ადმინისტრაციასთან ინციდენტის აღმოფხვრის მიზნით მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
საფინანსო კომპანიის მიერ დაზარალებულები საპროტესტო აქციებს სისტემატურად მართავენ და სახელმწიფოსგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. კომპანია „საქართველომ“ კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულებების გასტუმრება 9 თვის წინ შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობა კი თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები