პარლამენტმა სემეკ-ის წევრად მაია მელიქიძის კანდიდატურა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურა დაამტკიცა. დეპუტატებმა მელიქიძის კანდიდატურას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს და მას მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ორი დეპუტატი წავიდა. ​
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მაია მელიქიძის კანდიდატურა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები