რამაზ საყვარელიძე: ბუკიკიო ამ შემთხვევაში, მხარე აღმოჩნდა

“სიმართლე გითხრათ, ცოტა უკეთესი მოლოდინები მქონდა ისეთი წონიანი ორგანიზაციის თავმჯდომარისგან, როგორიც ვენეციის კომისიაა”, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
“როგორც წესი, ამ ტიპის ფიგურები, რომლებიც პროფესიულ ჭრილში განიხილავენ საკითხებს, ამ შემთხვევაში, იურიდიულ ჭრილში, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერევიან. მით უმეტეს, არ იღებენ ასეთ დაპირისპირებაში რომელიმე მხარეს. ანუ, როგორც დიპლომატი არ უნდა აღმოჩნდეს მხარედ, ანალოგიური კოდექსი აქვს ამ ორგანიზაციასაც. გამოვიდა, რომ ბუკიკიო ამ შემთხვევაში, მხარე აღმოჩნდა, ამიტომ გამიკვირდა მისი განცხადებები”, – განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები