რამაზ საყვარელიძე: რაც უფრო დაბალია ოპოზიციის რეიტინგი, მით უფრო მეტია წინააღმდეგობის სურვილი

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირებით რეიტინგის ამაღლებას შეეცადა.
“ვინც ამ დაპირისპირებას დგამს, მას არ აწყობს კომპრომისი, კონსენსუსი, დაწყნარება სიტუაციის, რადგან ფიქრობს, რომ ეს მის რეიტინგს წაადგება. თუმცა, მე პირიქით მგონია. ხელისუფლების მოტივს ვერ ვხედავ, რატომ უნდა დაედგათ ეს სპექტაკლი? რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებას, იქ მოტივს ვხედავ, იმიტომ, რომ რაც უფრო დაბალია რეიტინგი, მით მეტია წინააღმდეგობის სურვილი. თუკი ეს პროცესი ახლა ჩაიშლება, მათ ექნებათ რეიტინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ანუ რეიტინგი, რომელიც ახლა სჭირდებათ”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები