მამუკა მდინარაძე: ჯანი ბუკიკიოს დღევანდელი განცხადებები არის მკვეთრი პასუხი იმ ინტერპრეტაციებზე, რომელსაც ოპოზიცია მიმართავდა

“ჯანი ბუკიკიოს დღევანდელი განცხადებები არის მკვეთრი პასუხი იმ ინტერპრეტაციებზე, რომელსაც ოპოზიცია მიმართავდა” ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის პასუხია, რომ კომპრომისზე ყველამ უნდა იზრუნოს.
„დღეს დილიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, მათ შორის კახა ოქრიაშვლის, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯგუფის სახელით საუბრობს. ასევე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს დღევანდელი განცხადებები არის მკვეთრი პასუხი იმ ინტერპრეტაციებზე, რომელსაც მიმართავდა ჩვენი ოპოზიცია, როცა ოპონენტები ამბობდნენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა კომპრომისისკენ სვლა. კახა ოქრიაშვილის პასუხი იყო, რომ კომპრომისისთვის ყოველთვის მზად არის ის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს მაჟორიტარული სისტემა. თავის მხრივ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს პასუხი იყო, რომ კომპრომისზე და პოზიციების დაახლოებაზე ყველამ უნდა იზრუნოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია “მაჟორიტარების” წევრი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მაჟორიტარები მიიჩნევენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები