კახა ბექაური: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამ საკითხში დილეტანტია

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ ბოლო წლებში სარეკლამო ბაზრის ზრდის დინამიკა პოზიტიურია და 2016 წელს სატელევიზიო- სამაუწყებლო ბაზარი 10%-ით გაიზარდა და რადიოს მაუწყებლობის შემოსავლებთან ერთად, 108 მილიონი შეადგინა.
ჟურნალისტის მტკიცებით, 2015-2016 წლებში არასამთავრობოების მიერ გაკეთებული ანგარიშების მიხედვით, სარეკლამო შემოსავლები შემცირებულია, მათ შორის, ასეთი ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ სარეკლამო ბაზრის ფინანსურ ანალიზში ეს ორგანიზაცია აშკარად დილეტანტია.
„2016 წელს სარეკლამო ბაზარი გაიზარდა 10 % -ით და “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამ საკითხში აშკარად დილეტანტია. კერძოდ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სატელევიზიო სამაუწყებლო ბაზარი 10% ით გაიზარდა და ჯამში, 108 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 10 მილიონი ლარით მეტია წინა წლებთან შედარებით“, – აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები