გია ვოლსკი: კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები ისევ გაიმართება

“კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები ისევ გაიმართება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, კონსულტაციებს ყოველთვის აქვს აზრი.
”კონსულტაციებს ყოველთვის უნდა ველოდოთ, ყოველთვის აქვს აზრი. ისე არ შეიძლება ცალსახად პასუხების გაცემა. პირადად მე და ჩემი გუნდის ბევრი წევრი, ვერ ვხედავთ შეთანხმების პერსპექტივას, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას და კრიზისის თავიდან აცილების გზას. ზოგს მიაჩნია, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეიძლება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით. ზოგი თვლის, რომ მთავარია პარლამენტს ჰქონდეს უნარი, შექმნას სტაბილური მთავრობა. აქედან გამომდინარე, კონცეპტუალური განსხვავებები არსებობს მიდგომებსა და ხედვას შორის. 2024 წელს კი, იმედია, არ იქნება ასეთი დიაპაზონი სხვადასხვა დაპირისპირებულ მოსაზრებებს შორის. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, განსახილველია. ასე არ შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, არაფერი არ გავაკეთოთ. რასაკვირველია, კიდევ გაიმართება კონსულტაციები და ვნახოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები