ჯანი ბუკიკიო: ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, კონსტიტუციის პროექტი კარგია. როგორც ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვენეციის კომისიის მესიჯია, რომ ყველა მხარე ესაუბროს ერთმანეთს.
„ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ეს არის ჩემი მესიჯი: ყველა მხარე კონსტრუქციული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისს მიაღწიონ“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები