ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მთავრობამ „ბევრი გააკეთა“

ვენეცის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მთავრობამ „ბევრი გააკეთა“. როგორც ბათუმში, ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უნდა გამოინახოს პროცედურული გადაწყვეტილებები, რათა მიღებული იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუცია.
“არსებობს კონკრეტული ნაბიჯები ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის, მაგრამ მე არ უნდა ვამბობდე მათ შესახებ. ეს კითხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა დაუსვათ. კონკრეტული ნაბიჯები სწრაფი უნდა იყოს, უნდა არსებობდეს წინსვლის საერთო განზრახვა, კომპრომისის მიღწევის საფუძველზე. ასევე, უნდა გამოინახოს პროცედურული გადაწყვეტილებები, რათა მიღებული იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუცია“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ამასთანავე, ბუკიკიოს შეფასებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები.
„მე არ ვარ საკონსტიტუციო კომისიის წევრი და არ ვიცი, საქართველოს მთავრობამ რა კომპრომისს მიაღწია, როგორც თქვენ ამას მეუბნებით. ვაღიარებ, რომ მათ ბევრი გააკეთეს, მათ შესთავაზეს რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც არჩევნები არსებული სისტემით მოიგო, საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა სარისკოა, ვინაიდან მათ შეუძლიათ ადგილები და ხელისუფლებაც დაკარგონ. ეს კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამის გადავადება შვიდი წლით არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. კომპრომისი უნდა გამოიძებნოს“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები