ჯანი ბუკიკიო: საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა სარისკოა

“საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა სარისკოა, ვინაიდან მათ შეუძლიათ ადგილები და ხელისუფლებაც დაკარგონ”,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მთავრობამ „ბევრი გააკეთა“.
„მე არ ვარ საკონსტიტუციო კომისიის წევრი და არ ვიცი, საქართველოს მთავრობამ რა კომპრომისს მიაღწია, როგორც თქვენ ამას მეუბნებით. ვაღიარებ, რომ მათ ბევრი გააკეთეს, მათ შესთავაზეს რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც არჩევნები არსებული სისტემით მოიგო, საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა სარისკოა, ვინაიდან მათ შეუძლიათ, ადგილები და ხელისუფლებაც დაკარგონ. ეს კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამის გადავადება შვიდი წლით არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. კომპრომისი უნდა გამოიძებნოს“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები