ირაკლი კობახიძე ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან ერთად, ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონგრესის ფარგლებში, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გამართა .
ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს, 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. კონგრესის ფარგლებში, ქალაქს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები