გიორგი კვირიკაშვილი: კონსტიტუცია დაიხვეწა და შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან

„უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისთვის, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნიადაგი მონახულიყო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართვლოში დემოკრატიული განვითარების კუთხით.
„საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართვლოში დემოკრატიული განვითარების კუთხით. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველა დემოკრატიულ სტანდარტთან, რომელიც დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში არსებობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით მიიღეს.
“არასდროს ყოფილა, რეალურად, პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელებულიყო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლებსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
“პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის, სადაც პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, სადაც მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო არსებულ კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცვლილებების საფუძველზე, 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის ბარიერი 3%-მდე დაიწევა.
“უამრავი კომპრომისული ნაბიჯია გადადგმული ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო პოლიტიკური კონსენსუსის ნიადაგი“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები