გიორგი კვირიკაშვილი ვენეციის კომისიასთან პოლიტიკური დიალოგისთვის მზადაა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვენეციის კომისიასთან მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენ შევხვდით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, სადაც განვიხილეთ ეს პროცესი. მე გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა და ასევე, პოლიტიკური დიალოგი. არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესების მიმართ, რასაც დღეს აქვს ქვეყანაში ადგილი“, – განაცხადა პრემიერმა
.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები