პრემიერი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ვაშინგტონის მხარდაჭერად მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტს ვაშინგტონის მხარდაჭერად მიიჩნევს.
“შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა! ორი თვის წინ, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას, ვთხოვე მას, ვიზიტით სწვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაიკ პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისი -2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები