“მივმართავ პარლამენტის ხელმძღვანელობას, მოხდეს ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი მოსიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ის მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იდეალურთან ახლოსაა, თუმცა მისივე აზრით, იდეალური არ არის ყოველთვის რეალური და პრაგმატული.

“ვენეციის კომისია ნამდვილად საპატივცემულო სტრუქტურაა, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს და ეს მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, იდეალური ყოველთვის არა არის რეალური და პრაგმატული. სწორედ ამიტომ არის, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობა ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობას ასევე არ გამოსდის ამ რეკომენდაციათა სრულად გათვალისწინება. ჩვენ ჩვენი რეალობა და გამოწვევები გვაქვს და კონსტიტუციის არსებული ვერსია საუკეთესოდ მიესადაგება ამ ამოცანებს. შესაბამისად, კარგია, რომ მოვისმინეთ ყველა მხარის მოსაზრება და შეხედულებები. პროცესი იყო მაქსიმალურად გამჭვრივალე. მივმართავ პარლამენტის ხელმძღვანელობას, მოხდეს ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება, რაც იქნება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი და მივიღებთ კარგ კონსტიტუციას , რასაც ვენეციის კომისიის დასკვნაც ადასტურებს”, – აცხადებს უმრავლესობის წერვი გიორგი მოსიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები