“მე ვხედავ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან იქნა დათმობა, მაგალითად 3% ბარიერი და ბონუსის სისტემა, ასევე იქნა დათმობილი მაჟორიტარობის სისტემა. რჩება ორი საკითხი, რომელზეც ჯერ შეთანხმება არ ყოფილა. ერთია პრეზიდენტის არჩევნები, მეორე მაჟორიტარული სისტემა, რომელიც გაუქმდება 2024 წლიდან. ეს ორივე არის ვადის საკითხი. ორივე შეიძლება ერთ ჭრილში დავაყენოთ, რადგან ორივე შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ამომრჩევლებს ვაძლევთ უფლებას, რომ პირდაპირ აირჩიონ ორივე. ერთის მხივ, დეპუტატები, მეორეს მხრივ, – პრეზიდენტი.

მე არ მესმის იმ დეპუტატების რომლებიც პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას უჭერენ მხარს და მაჟორიტარების არა. მე არ მესმის დეპუტატების, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ კონსტიტუციაზე მუშაობას მხოლოდ ვადის გამო და კიდე ერთხელ ეს ვადა გადმოტანილი იყოს. ეს არის კრიზისის შექმნა კრიზისისთვის“, -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.