“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში საქართველოს წარმოაჩენს იმ კარგ ქვეყნებს შორის, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასრულებს”

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში საქართველოს წარმოაჩენს იმ კარგ ქვეყნებს შორის, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასრულებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე განაცხადა.
„ეს ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის და მე განსაკუთრებით მიხარია, რომ წინა ანგარიშის შემდეგ საქართველომ ბევრად გაიუმჯობესა თავისი ადგილი. აქ სახელდება ათი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ცუდად ასრულებს გადაწყვეტილებებს. საქართველო მათ შორის, რა თქმა უნდა, არ არის. უფრო მეტიც, სამ ადგილას არის ძალიან კარგი ჩანაწერი. საქართველოს აქვს საპარლამენტო კონტროლის ახალი სტანდარტი და აქტივობები ბოლო პერიოდში, რითიც ჩვენ გადავინაცვლეთ იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის დაბალი პროცენტი აქვთ. ჩვენ დღეს გვაქვს დაახლოებით 35-მდე საქმე მხოლოდ, რომელიც აღსრულების პროცესშია. დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება აღსრულდა და მინისტრთა კომიტეტმა გამოაცხადა შესრულებულად.
ჩვენ 2016 წლიდან გვაქვს კარგი სტანდარტი, მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პარლამენტის კონტროლი დაიწყო და ეს განსაკუთრებით დადებითად არის შეფასებული ევროსაბჭოს მიერ, მინისტრთა კომიტეტის მიერ და მათ შორის, მომხსენებელიც ამ ანგარიშში აღნიშნავს ამ კარგ მექანიზმს და კარგი შედეგების დემონსტრირებას. ვფიქრობ, რომ ეს ანგარიშიც და შემდგომი აქტივობებიც, საქართველოს წარმოაჩენს იმ კარგ ქვეყნებს შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასრულებს და აქვს მუდმივი კომუნიკაცია მინისტრთა კომიტეტთან”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები