გოგა ხაინდრავა: პრეზიდენტის მიერ მუხთარლის მეუღლისგან კომპლიმენტების მიღება, პრემიერის ლანძღვის ფონზე, პოლიტიკური უზნეობის მწვერვალია

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ აფგან მუხთარლის მეუღლისგან კომპლიმენტების მიღება და შეფერება, ამ ქალბატონის მხრიდან გიორგი კვირიკაშვილი ლანძღვის ფონზე, პოლიტიკური უზნეობის მწვერვალია”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააგენტო “პირველში” განაცხადა.
რეჟისორი თვლის, რომ საქართველოში, რეალურად, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს.
“არანაირი არასამთავრობო სექტორი საქართველოში არ არსებობს – ესენი არიან უცხო სახელმწიფოს გავლენის აგენტები და მეხუთე კოლონა”, – განაცხადა სააგენტო “პირველში” გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავას თქმით, საქართველოში ალიევის დასამხობად შექმნილი “რევკომი” მოქმედებს.
“ალიევის დასამხობად შექმნილი რევკომის საქართველოში ფუნქციონირება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების ეწინააღმდეგება”, – განაცხადა სააგენტო “პირველში” გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები