მამუკა მდინარაძე: ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე აირჩიეს ურთიერთობის ისეთი გზა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა კონსენსუსის შესაძლებლობას

„ოპოზიციური პარტიები ტყუილებსაც არ ერიდებიან და აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლილი ვერსია იქნა მიღებული. რეალურად, მიღებული იყო, სიტყვა-სიტყვით, იგივე დოკუმენტი, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეთანხმება ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილია ჩიხური სიტუაცია, კრიზისი კონსენსუსთან მიმართებით.
„მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ყველა პოლიტიკურ ძალას კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, ოპოზიციური პარტიები ითხოვენ საკონსტიტუციო რეფორმის ჩაშლას და ცვლილებების პროექტის გამოწვევას პარლამენტიდან. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ ბატონი ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილია ჩიხური სიტუაცია, კრიზისი კონსენსუსთან მიმართებით. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე აირჩიეს ურთიერთობის ისეთი გზა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა კონსენსუსის შესაძლებლობას და სწორედ ამის გამოა, რომ ისინი დღეს შეთანხმებაზე მოწოდების შემდგომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. არ შეიძლება, აქვე არ აღინიშნოს, რომ ტყუილებსაც არ ერიდებიან და აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლილი ვერსია იქნა მიღებული. რეალურად, მიღებული იყო, სიტყვა-სიტყვით, იგივე დოკუმენტი, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ. უფრო მეტიც, გათვალისწინებულია მათი პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია. ერთადერთი ცვლილება შეეხო გარდამავალი დებულების კონკრეტულ მუხლს – არა პროპორციულ არჩევნებს, არამედ მის ერთი ვადით გადაწევას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები