თამარ ჩუგოშვილი: ბოლო წლებში საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, დიდი პროგრესი აჩვენა

“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „დოკუმენტი საკმაოდ პოზიტიურია. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით.
ევროპის საბჭოში საქართველო ძალიან კარგ მაგალითად ითვლება ამ მიმართულებით. ამ რეზოლუციის ნაწილზე ჩვენი დელეგაციიდან ქალბატონი ეკა ბესელია მუშაობდა და ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოზიტიური აქცენტები იქნება გაკეთებული”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შესასრულებელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ძირითადად, მიმდინარე გამოძიებებს უკავშირდება.

„ეს გადაწყვეტილებები ყველა ქვეყანას აქვს შესასრულებელი, ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, შეუსრულებლობა მიმდინარე გამოძიებებთან არის დაკავშირებული. ვიდრე გამოძიება არ დადებს შედეგებს ზოგიერთ საქმეზე, მანამ საქმის დახურვა და შესაბამისად, შესრულებულად ჩათვლა ვერ ხერხდება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები