გიორგი ვოლსკი: როცა სააკაშვილმა კონსტიტუცია ტანზე მოირგო, არ მახსოვს, ბუკიკიოს იმედგაცრუება

“როცა 2010 წელს, სააკაშვილმა ვენეციის კომისიის არც ერთი შენიშვნა და წინადადება არ გაითვალისწინა და კონსტიტუცია ტანზე მოირგო, არ მახსოვს, ბუკიკიოს იმედგაცრუება ასეთი მკაფიო ყოფილიყო”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი, აღნიშნული განცხადებით, ვენეციის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„მისი შეფასებით იმედგაცრუებული ვარ იმდენად, რამდენადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ სიღრმისეულ ანალიზს გაითვალისწინებდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. რასაკვირველია, იმედგაცრუებაც მოსალოდნელი იყო, როცა ჩვენ ღრმა ანალიზის საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ ეს რეკომენდაცია არ გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ მან ეს პიროვნულად არ უნდა მიიღოს. მის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, გვერდში გვიდგას. ხშირ შემთხვევაში, საინტერესო და მისაღები შენიშვნები აქვს, მაგრამ როცა 2010 წელს, სააკაშვილმა მათი არც ერთი შენიშვნა და წინადადება არ გაითვალისწინა და კონსტიტუცია ტანზე მოირგო, არ მახსოვს, რომ მისი იმედგაცრუება ასეთი მკაფიო ყოფილიყო და მას მკაცრი გამოხატულება ჰქონოდა, თუმცა შეიძლება, ვცდებოდე. მოხარული ვიქნები, რომ ვცდებოდე, რადგან შენიშვნები მაშინაც ჰქონდა და ახლაც აქვს, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც გაბედა და ეს ნაბიჯი გადადგა. არავის არ უფიქრია იმაზე, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები