მელიქიძის კანდიდატურას არველაძემ მხარი არ დაუჭირა   

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას მან მხარი არ დაუჭირა, რადგან ის ენერგეტიკის სფეროში კომპეტენტური არ არის.

„ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წევრების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სპეციალისტი უნდა იყოს“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მაია მელიქიძის კანდიდატურა წარუდგინა. მიქელაძის კანდიდატურა დეპუტატებმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც მის კანდიდატურას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ არ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები