ვიქტორ დოლიძე: სტაბილური საქართველო არის გარანტი რეგიონში უსაფრთხოების და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც

„ევროპული საქართველო, ნატოში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური საქართველო არის გარანტი რეგიონში უსაფრთხოებისა და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც” ,- ასე შეაფასა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა არის ქართველი ხალხის არჩევანი და არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ.

”ვფიქრობ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად სწორად მივდივართ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე. რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და მეორე მხრივ, არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ევროპული საქართველო, ნატოში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური საქართველო არის გარანტი რეგიონში უსაფრთხოებისა და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც”, – განუცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, საგაზეთო ინტერვიუში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იძენს, რომ თბილისი რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები