ირმა ინაშვილი: ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება

 „უნდა დავიწყოთ ნულიდან ყველაფერი, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რაღაცას დათმობს ხელისუფლება, რაღაცას ოპოზიცია და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება“, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კრიზისია და ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები.
„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. ფიქრი უნდა დავიწყოთ იმაზე, როგორ ავიცილოთ კრიზისი და არა იმაზე, როგორ გავამწვავოთ უფრო ვითარება. ორი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე, ახლა მუშაობს პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რაც სრულიად აზრს უკარგავს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ მივმართოთ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ხელისუფლებისადმი, რომ უნდა დავიწყოთ ნულიდან ყველაფერი, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რაღაცას დათმობს ხელისუფლება, რაღაცას – ოპოზიცია და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, რომელიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები