ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს.
ერთობლივი განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ, ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები