აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს პრაღაში  7 ივლისს შეხვდება.

5-6 ივლისს, აბაშიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურებში კონსულტაციებს გაივლიან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.

როგორც ჟურნალისტებს აბაშიძემ განუცხადა, მხარეები  რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების პრობლემატიკაზე და პრაღაში ქართულ რუსული არაფორმალური დიალოგის მიმდინარეობაზეც ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები