სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა ჩვენი ევროპული ღირებულებები, საქართველოს სანდოობა და მისი დემოკრატიულობა კითხვის ქვეშ დააყენა
„გიორგი მარგველაშვილმა უცხოელ პარტნიორებთან, ჩვენი ევროპულ ღირებულებები, საქართველოს სანდოობა და მისი დემოკრატიულობა კითხვის ქვეშ დააყენა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი კონსტიტუციის მიმართ, უკვე რადიკალურ პოზიციაზე გადავიდა და კონსენსუსისთვის კი არა, საკუთარი პოზიციის გატანისთვის იბრძვის.
“კონსტიტუციის მიმართ, რომ უკვე რადიკალურ პოზიციაზე გადავიდა და კონსენსუსზე კი არა საკუთარი პოზიციის გატანაზე იბრძვის, ეს ერთია, მაგრამ აქ კიდევ უფრო გამაოცებელი ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტმა: პირდაპირ უცხოელებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უმაღლეს მოსამართლეებთან, პრეზიდენტმა ჩვენი ევროპულ ღირებულებები, საქართველოს სანდოობა და მისი დემოკრატიულობა კითხვის ქვეშ დააყენა… მე პირადად, შეურაცხყოფილი ვარ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.