ირაკლი კობახიძე: საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ, ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი

“ყველაფერი გააკეთა ვენეციის კომისიამ და პირადად ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისათვის, რომ შემდგარიყო კონსენსუსი საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიოს მადლობა გადაუხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველოს მხარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს აუხსნა, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს პარლამენტში და როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი.
„ყველაფერი გააკეთა ვენეციის კომისიამ და პირადად ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისათვის, რომ შემდგარიყო კონსენსუსი საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.
ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ვენეციის კომისიასთან იმისთვის, რომ საბოლოოდ, შევჯერდეთ ისეთ სამართლებრივ სისტემაზე საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველაზე გრძელვადიან განვითარებას.
„კიდევ ერთხელ, ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არც ერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა – ყველა მუხლთან მიმართებით არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური. ეს კონსტიტუცია აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მიზანი არის პირდაპირ ასახული ქვეყნის ძირითად კანონში და სწორედ ეს განაპირობებს ამ დოკუმენტის ლეგიტიმურობას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები