ჯანი ბუკიკიო: მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა

„პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ავუხსენი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა“, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მათ ამიხსნეს ამ კრიზისის მიზეზები, რადგან მე ამას კრიზისად ვაფასებ. მათ ავუხსენი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას.
ვაგრძელებ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, ისივე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, მიმაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა უნდა იყოს მისაღები სხვა პარტიებისთვისაც და დამტკიცდეს ფართო კონსენსუსის შედეგად“, – განაცხადა ბუკიკიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები