ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო პროექტში არსებითი ცვლილებები ვეღარ შევა

„საკონსტიტუციო პროექტში არსებითი ცვლილებები ვეღარ შევა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს კრიტიკულ განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანი ბუკიკიოს უნდა განემარტოს, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
„შეგვიძლია, ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს ის, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა თავისი მიზეზი და ამაზე გვექნება საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან იქნება შესაბამისი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენით განხილვის პროცესში, შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები