გიორგი კვირიკაშვილი: ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების საბაზისო საფუძველი იყო

“ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციები იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც საქართველოში ხორციელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართული მხარე ვენეციის კომისიის თანადგომას ძალიან აფასებს.
„რა თქმა უნდა, ასეთი რანგის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა საუბარი ასევე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები