მამუკა მდინარაძე: მთავარია, რომ საბოლოოდ, მოწონებული საარჩევნო სისტება გვექნება

,,დარწმუნებული ვარ, იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ შეთანხმება ვერ მოგვეხერხებინა”, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ჯანი ბუკუკიოს განცხადებას ეხმაურება.

მისივე თქმით, ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა..
„რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის აზრითაც, უმჯობესი იყო, ეს შემდეგი არჩევნებიდანვე მომხდარიყო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, სად გჭირდება კონსენსუსის მიღწევა, გუნდის შიგნით თუ მის გარეთ, იგი ყველა მოსაზრების გათვალისწინებას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, ბატონი ჯანიც კარგად გაიგებს ამას.

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმასაც, რომ ჩვენ გუნდის შიგნით კონსენსუსის საჭიროებაზე თვეებით ადრე ვსაუბრობდით. მთავარია, რომ საბოლოოდ, ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება, ისევე, როგორც სხვა ცვლილებების პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც 2018 წლიდანვე ამოქმედდება”, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები